13:16 29.11.2019
"დავჯილდოვდით როგორც საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მქონე კომპანია, ჩვენთვის ისტორია უმნიშვნელოვანესია"

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა. 

 

ტრადიციულად, ღონისძიების ფარგლებში, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  

 

ჯილდო, ნომინაციაში - წარმატების  80 წლიანი უწყვეტი  ისტორია, საუკეთესო საიუველირო ტრადიციების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, - კომპანია "ზარაფხანას" - ნიკოლოზ ნაყოფიას გადაეცა.

 

„ჯორჯიან თაიმსს“ 20 წლის იუბილეს ვულოცავ. ჩვენთვის უდიდესი პატივია, აქ რომ ვიმყოფებით. ჩვენი კომპანია საქართველოში წლიდან წლამდე ლიდერი საიუველირეო კომპანიაა, დღეს, ამავდროულად დავჯილდოვდით როგორც საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მქონე კომპანია. ჩვენთვის ქართული ისტორია უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენს პროდუქციაში ქართული წვილი ჩავდოთ, ავთენტურობა შემოვიტანოთ, გამორჩეულები ვიყოთ და რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქცია შევქმნათ“,- განაცხადა კომპანია „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

 

შეგახსენებთ, რომ XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge