17:19 29.11.2019
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ბიზნესის სფეროში"- გიორგი გაგუა ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე

 

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასშიჯორჯიან თაიმსისა და კომპანიაგორბის მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა

 

ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  

 

ჯილდო, ნომინაციაში -ღვინის ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, -   კომპანია „სევსამორა რეზორტი და სპას“- გიორგი გაგუაგადაეცა.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ბიზნესის სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ „ჯორჯიან თაიმსი“ მაღალ სტანდარტებს აწესებს. არაერთხელ ითქვა, რომ ბიზნესს  წახალისება სჭირდება. მოხარული ვარ, რომ ვესწრები ასეთ წარმატებულ  ბიზნეს დაჯილდოებას.


ჩვენ ძალიან საინტერესო ღვინის მარანი გვაქვს და ის მაღალი სტანდარტები, რომლებიც ქართული ღვინის ცნობადობაში ჩვენს მეღვინეებს გააჩნიათ, საქართველოში ერთ-ერთი გამოჩენილი ადგილი იქნება. ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს და დიდი მოტივაცია, შემართება და სიყვარული გაგვაჩნია ამ საქმის მიმართ. ყოველთვის მაქვს იმისი შეგრძნება, რომ ოდესღაც საქართველო სხვა დიდი ქვეყნების სამეზობლოში პოლიტიკური ლიდერების სახელებთან ასოცირებული აღარ იქნება და ჩვენ იდენტიფიცირებული ვიქნებით, როგორც ღვინის სამშობლო, რაშიც ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. იმედია, ჩვენი მარანი, რომელიც ოფიციალურ ფუნქციონირებას ახლა იწყებს, ამ ყველაფერში დადებით როლს შეასრულებს. სევსამორა მარანი“ საგურამოში უძველესი მევენახეობის ქართული ტრადიციული ზონაა, სადაც როგორც ცნობილია, ამ სფეროში გურამიშვილის წინაპრებიც მოღვაწეობდნენ. იქ საბჭოთა პერიოდში საკმაოდ დიდი მევენახეობის მეურნეობები იყო და დღეს მისი აღორძინება ხდება. თქვენ იცით, რომ მეღვინეობაში ჯიღაურას კვლევითმა მეურნეობამაც დიდი როლი შეასრულა, მივიწყებული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირას იყო, სწორედ ამ კვლევით ცენტრში აღორძინდა. ვფიქრობ, ასეთი ეროვნული საქმე საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც თავისი მეღვინეობისა და მევენახეობის ისტორიული წარსულით ამაყობს, ბევრი არ გაკეთებულა, -  განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში გიორგი გაგუამ.

 

 

შეგახსენებთ, რომ XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge