13:11 30.11.2019
XX ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების სპონსორები

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.

 

წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად მედიაჰოლდინგი “The Georgian Times”-ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდა. ტრადიციულად, რეიტინგების დათვლას საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი “გორბი“ აწარმოებდა.

 

XX ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების სპონსორები იყვნენ:

 

1. პლატინის სპონსორი - პეტროკას ენერჯი ჯგუფი. 

პეტროკას ენერჯი ჯგუფი -10 წელი შავი და ხმელთაშუა ზღვების აუზის, კასპიის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პირდაპირი დამაკავშირებელი რგოლი  მსოფლიოს ენერგორუკაზე.

მრავალფუნქციური ჰოლდინგი ნავთობპროდუქტების ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და  შენახვის სფეროში.

პეტროკას ენერჯი ჯგუფი უმსხვილესი ნავთობგასამართი სადგურებისა და მაღაზიების ქსელი, მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის „გალფ  ოილ ინთერნეშენალის“ - სახელით. 2017 წლიდან ბაზარზე  გალფ ავიაციაც შემოდის - მსოფლიოს წამყვანი ავიახაზების მიერ აღიარებული საავიაციო საწვავით მომმარაგებელი კომპანია!

პეტროკას ენერჯი ჯგუფი  კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა! ISO -ს მართვის სისტემების სტანდარტები მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის სადარაჯოზე.

 

2. ოქროს სპონსორი - არემჯი. 

ქართული სამთო მრეწველობის უპირობო ლიდერი! უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში! სოლიდური ინვესტიციები! საქართველოს საექსპორტო ათეულის ლიდერი! უმსხვილესი დამსაქმებელი!

საქმიანობის პრიორიტები -- მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რეგიონში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია,  ბოლნური მეღვინეობის მხარდაჭერა.  

“არემჯი”  --  ძლიერი კომპანია ძლიერი საქართველოსთვის!

 

3. გენერალური სპონსორი - სოკარ ენერჯი ჯორჯიას ჰოლდინგი.

სოკარ ენერჯი ჯორჯია ჰოლდინგი  და ჰოლდინგში გაერთიანებული კომპანიები  --  „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“  და „სოკარ ჯორჯია გაზი“. 

 

SOCAR Energy Georgia  Forbes Georgia-ს უმსხვილესი კომპანიების სიის სათავეშია. საქართველოში ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი და დამსაქმებლი. კომპანიის მიზანია, პირველმა დანერგოს უახლესი ტენდენციები,  გახდეს ინდუსტრიის განვითარების ლიდერი და კიდევ უფრო მეტად განიმტკიცოს ის ღირებულება და პოზიცია, რაც მას გლობალურად და უშუალოდ საქართველოს ბაზარზე უკავია.

 

დეკემბერში ზესტაფონის ავტობანზე სოკარის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნება.  კომპლექსი სოკარის ავტოგასამართი სადგურის პარალელურად მოიცავს ელექტრომობილის დამტენს, ვეი მარტის კაფე-მარკეტს, აფთიაქს, კვების ობიექტებს და მგზავრობისათვის საჭირო სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს. 

 

აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სოკარის ავტოგასამართი სადგურის სახურავზე  დამონტაჟდა მზის პანელები, დადგმული სიმძლავრე შეადგენს 30 KW-ს . პროექტი რეგიონში პირველი, და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია. მზის პანელები თვეში დაახლოებით 3 მგვტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც 10-მდე ხის გადარჩენას უტოლდება.

 

სოკარ ჯორჯია გაზი - ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი და წამყვანი გაზის გამანაწილებელი კომპანიაა. 

 

მისი არაერთი მოქმედი რეგიონალური ოფისებითა და სერვისცენტრებით სოკარ ჯორჯია გაზი საქართველოს მასშტაბით 730 000 - ზე მეტ აბონიმენტს ემსახურება.

 

სოკარ ჯორჯია გაზის მიერ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა 703 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

4.ალმასის სპონსორი - ზარაფხანა .

ზარაფხნა წელს საიუბილეო  80 წელს აღნიშნავს. უხუცესი კომპანია  ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებს და ავითარებს ქართულ საოქრომჭედლო ტრადიციებს. 

ზარაფხანას ნაკეთობები დამზადებულია საქართველოში  და  ქართული ისტორიული ფასეულობის მატარებელია.

წელს ზარაფხანას ნაკეთობებს  კოლაბორაციით შექმნილი 2 ახალი კოლექცია „აქუა“ და „ზარაფხანა ეშვისთვის“  დაემატა.

ჩვეულებისამებრ,  ჩვენს საიუბილეო  საღამოს  დღესაც  თან სდევს სწორედ ზარაფხანას  მიერ დამზადებული უნიკალური, ხელნაკეთი,  ოქროთი,  ვერცხლითა და ბრილიანტით   შემკული ექსკლუზიური სამკერდე „ლომები“ , რომლითაც რჩეული ბიზნესმენები დაჯილდოვდებიან.

ზარაფხანა -  ეს  ეროვნული ფასეულობა, სანდობაა და ხირისხია.

 

5.ვერცხლის სპონსორი - სენა აუტო ჯგუფი.

15 წელი  საქართველოს ბაზარზე.  ჰონდას, ჯაკ მოტორსის,  პოლარისის კვადროციკლებისა და თოვლმავლების,    პრემიუმ კლასის  კორეული სანგიონგ მოტორსის  და თურქული კომპანია კუბა მოტორსის ელექტრო და ბენზინის სკუტერების დისტრიბიუტორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

სენა აუტო ჯგუფი სრულად უზრუნველყოფს ამ მოდელების საგარანტიო მომსახურებას. 

სენა აუტო ჯგუფის   მთავარი და  უცვლელი  პრინციპი  მკაფიოა - უპირატესობა ხარისხშია!

 

6.„ჯორჯიან პროდაქტს“ 

ჯორჯიან პროდაქტსი -- ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანია  უკვე 5 წელია წარმატებით ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებსა  და

აშშ-ში. საამისოდ დასაქმებული 500 ადამიანი და ნაწარმოები  100-ზე მეტი სახეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. 

ჯორჯიან პროდაქტსი ცხოველების უნიკალური  ავეჯისა და საკვების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა. სწორედ მისი  საქმიანობის  შედეგად უამრავი ევროპელი მომხმარებლის ოჯახში გაჩნდა პროდუქცია წარწერით “MADE IN GEORGIA” -- და ეს ჩვენ გვეამაყება.

 

 

შეგახსენებთ, რომ XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge