14:50 30.11.2019
XX ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი მთავრობა იყო

 

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში „ჯორჯიან თაიმსისა და კომპანია გორბის მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.

                                          

წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად მედიაჰოლდინგი The Georgian Times- მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდა. ტრადიციულად, რეიტინგების დათვლას საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი გორბი აწარმოებდა.

 

XX  ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი მთავრობა იყო:

 

  •  ქალაქ თბილისის მერია
  •  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  •  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  •  ფინანსთა სამინისტრო
  •  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  •  საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  •  საერთაშორისო სავაჭრო პალატა
  •  საპარტნიორო ფონდი
  •  ამერიკის  სავაჭრო  პალატა 

 

ღონისძიებაზე, ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი ჯორჯიან პროდაქტსი გახდა.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge