დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გიორგი კეკელიძის ფრანგული ამბები: „ახლა რუანში ვარ, დიდ საბავშვო ფესტივალზე, სადაც პარიზში ფრანგულად გამოცემულ ჩემს თომას ზღაპრებს წარვადგენ“ 01.12.2019 17:14

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საფრანგეთში ვიზიტს აგრძელებს. როგორც ის წერს, დღეს საბავშვო ფესტივალზე საკუთარ ზღაპრებს წარადგენს:


„ახლა რუანში ვარ, დიდ საბავშვო ფესტივალზე, სადაც პარიზში ფრანგულად გამოცემულ ჩემს თომას ზღაპრებს წარვადგენ. საღამოს პარიზში შევხვდები მკითხველებს და მერე წვრილად მოგიყვებით წიგნზე“, წერს გიორგი კეკელიძე. გუშინ იგი ლევილის მამულს ესტუმრა. სტუმრობის მიზანს გიორგი კეკელიძე ასე გადმოგვცემს:

 

„ფრანგული ვიზიტი. ამბავი მეორე. დიდი ამბავი. დღეს ლევილს ვესტუმრეთ ჩემს მეგობარ, შესანიშნავ დესპან გოჩა ჯავახიშვილთან ერთად, დაგვხდნენ ჩვენი ძველი მეგობრები, ქალბატონი ირენ ციციშვილი, ლევილის მმართველთა საბჭოს წევრი და ქალბატონი ელისო ტარასაშვილი, ასოციაცია ქართული კერას ვიცე-პრეზიდენტი. მოლაპარაკების შედეგად ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნული ბიბლიოთეკა მოაწყობს ბიბლიოთეკას, რომელიც ორ ნაწილიანი იქნება - ერთი, პირველი, ემიგრაციის მიერ დატოვებული ფონდი და მეორე, დიდი ქართული ბიბლიოთეკა“, — აცხადებს გიორგი კეკელიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ