დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ბიზნეს ეროვნული ჯილდოს კავალრები 1995 წლიდან დღემდე 02.12.2019 13:11

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა. 

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  

 

XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

„ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელს დავით ბარდაველიძეს ბიზნესის ეროვნული ჯილდო  „ოქროს ბოლნური ჯვარი“ გადაეცა, რომელიც 20 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათალიკოს - პატრიარქმა პირადად და კონკრეტულად ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებისთვის აკურთხა.

 

გრან-პრი - ბიზნესის ეროვნული ჯილდო ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიციაა. „ოქროს ბოლნური ჯვარიძვირფასი ლითონებისგანაა დამზადებული და კეთილშობილი თვლები ამშვენებს. იგი ხელნაკეთი და ერთადერთია.

 

ისტორიული ბიზნეს ორდენის კავალრები წინა საუკუნიდან დღემდე იყვნენ:

 

             ჯეოსელი  - 3 გზის;

             სოკარი  - 2 გზის;

             ყაზბეგი  - 2 გზის;

             საქართველოს ბანკი  - 2 გზის;

             სამგორი 94 -   2 გზის;

             TBC ბანკი   - 2 გზის;

             კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია  ; 

             GWS  ;

             თბილავიამშენი ;

             გაერთიანებული ქართული ბანკი ;

             ვისოლ ჯგუფი ;

             კომპანია ავერსი.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ