დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"გვაქვს თუ არა კრიზისი ქვეყანაში? კონსტიტუციის მიხედვით - არა, რადგან არც მთავრობას დაუკარგავს პარლამენტის ნდობა და არც საპარლამენტო უმრავლესობა არ დაშლილა" 02.12.2019 13:13

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"გვაქვს თუ არა კრიზისი ქვეყანაში? კონსტიტუციის მიხედვით - არა, რადგან არც მთავრობას დაუკარგავს პარლამენტის ნდობა და არც საპარლამენტო უმრავლესობა არ დაშლილა;

ის ფაქტი, რომ დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს პარლამენტის თუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის ხელის შეშლას, ანუ ხელოვნურად და ძალადობრივად (სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება - აშკარა კანონგარეშე ძალადობაა) აღვივებს კრიზისს, მხოლოდ ფუჭი მცდელობაა! თუკი, ცხადია, ხელისუფლებამ წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა ვეღარ შეძლო და საქმე მასობრივ არეულობამდე არ მივიდა. ეს გამორიცხულია, რადგან დესტრუქციულ ოპოზიციურ ბანაკს მსგავსი მასშტაბის უწესრიგობის "აგორება", რასაც ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება - სრულიად ნათელია, რომ არ ძალუძს!

ყველანი ვხედავთ: სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მმართველობის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, რომ დესტრუქციით ხელს უშლიან, ჯერჯერობით და იმედია არც 2020 წლის არჩევნებამდეც, რაიმე არსებითი საფრთხე არ ემუქრება.

სამაგიეროდ, ღრმა კრიზისშია ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, რომელსაც ნორმალური ფუნქციონირება ფაქტიურად აღარ ძალუძს, ვინაიდან:
დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს არც სურთ და როგორც ჩანს, არც შეუძლიათ პოლიტიკური პროცესი წარმართონ წინასაარჩევნო რეჟიმში, სიმშვიდისა და სტაბილურობის პირობებში; მათი მიზანი არჩევნები ან უკეთესი საარჩევნო გარემო კი არ არის, არამედ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კონსტიტუციური კანონის ჩავარდნის გამო საფუძვლიანი საზოგადოებრივი პროტესტის გადაზრდა ე.წ. რევოლუციაში;

ვიღებთ ვითარებას, როცა არსებული პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, კრიტიკულად შეუთავსებელი ხდება სახელმწიფო წესრიგთან, კანონიერებასა და სამოქალაქო მშვიდობასთან.

ცხადია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამ ვითარების განმუხტვა და არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. რა გზით მიიღწევა ეს, ოპოზიციასთან ელემენტარულად აუცილებელი, მინიმალური თანხმობის მიღწევის, თუ ძალისმიერი მეთოდებით დესტრუქციის აღკვეთის მტკივნეული საშუალებებით, არა იმდენად ხელისუფლების, რამდენადაც მთლიანად პარტიულ-პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობაა!

საუბედუროდ, როგორც ეს ყბადაღებული ე.წ. გერმანული მოდელის, რაც სინამდვილეში არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ საღ აზრსაც ეწინააღმდეგება, შესახებ ფაქტიურად ჩაშლილი მოლაპარაკებები თანხმობის მხოლოდ მინიმალურ შესაძლებლობას ტოვებს, თუმცა თუნდაც მიზერული შანსიც გამოყენებული უნდა იქნას.

ხელისუფლებამ უნდა სცადოს და თავად შესთავაზოს საზოგადოებას საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის გარკვეული ალტერნატივა, რაც არსებული კონსტიტუციის ფარგლებში შექმნის მომავალ პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა მეტი მონაწილეობის, პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერების უკეთეს პირობებს. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი არსებულ ვითარებაში - მრავალმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნებია, რაც პოლიტიკური პლურალიზმის რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას იძლევა." - წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ