დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

XX ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესის რჩეულ მედიად "ტვ პირველი" და "ჯორჯიან თიმსი" დაასახელდა 02.12.2019 16:14

27 ნოემბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა. 

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. ღონისძიების ფარგლებში ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

დაჯილდოვების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიის და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს. 

 

XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიებაზე მხარდამჭერი მედიები და ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ.   

 

ბიზნესის რჩეულ მედიად "ტვ პირველი" და "ჯორჯიან თიმსი" დაასახელდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ