დღე: 23

ღამე: 11

USD 2.7354

EUR 3.0177

„ახლა მომწერეს, გიგა ბოკერია უცემიათ ქუთაისში - მოინდომაო სეირნობა ქუჩაში - რაღაც მართლა არ ჩანს, ნაცებო, სადაა თქვენი ბოკერია, ხალხს რომ ემუქრებოდა?“ 07.12.2019 21:50

„ქართული მარშის“ წევრი ბექა ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ქუთაისიდან მიაწოდეს: „ახლა მომწერეს ქუთაისიდან, გიგა ბოკერია უცემიათ ქუთაისში. მოინდომა სეირნობაო ქუჩაში. რაღაც მართლა არ ჩანს. ვსიო, ნაცებო. სადაა თქვენი ბოკერია, ხალხს რომ ემუქრებოდა?“ 

 

„ბექა, გამარჯობა, ძმაო, რომ არ მეთქვა, ვერ მოვისვენებდი. გიგა მოიკითხე, ერთი, ბოკერია. სახე გააძრეს გუშინ, ისე ცემეს ქუთაისში. სეირნობა მოუნდა ბიჭს ქალაქში და მიიღო კიდეც. “, წერს ფეისბუკმეგობარი ბექა ვარდოსანიძეს. 

 

მოგვიანებით, ბექა ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ ურჩიეს, ეს ამბავი არ გაეხმაურებინა, რადგან შეიძლებოდა ამას „შარი“ მოჰყოლოდა: „კაცი, რომელიც მთელ საქართველოს ემუქრება და ციხეში უნდა იჯდეს, მისი ცემის შესახებ არ უნდა გაჟღერდეს თურმე ინფორმაცია. არ გაიშაროვო. ვინ კაცო? რაზე? თვით მხილველი ვარ თუ რაა? როდიდან გახდა ინფორმაციის დადება სისხლის სამართლის დანაშაული? ვისზე კაცო ბოკერიაზე? ციხეში, რომ უნდა იჯდეს? დღემდე რომ უდევს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრის განცხადება ბოკერიას გაფლანგულ მილიონებზე? საქართველოს მთავრობა ეს დანაშაულია თუ არა? თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე დასმულ კითხვებზე პასუხისას ხაზი გაუსვა წინა ხელისუფლების პერიოდში გახარჯულ თანხებს თავდაცვის სამინისტროში და განაცხადა, რომ 2005-2008 წლებში 32 მილიონი დოლარი გაქრა, კერძოდ, სამხედრო ტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული. იზორიას თქმით 8 მილიონი ევრო დაიკარგა სწორედ 2012 წელს სატანკო ნაწილების შესაძენად და ეს საქმეები პროკურატურაშია“, წერს ბექა ვარდოსანიძე.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ