დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

საუკეთესო რომანისთვის წლის ლიტერატურული პრემია “საბა” აკა მორჩილაძეს გადაეცა 08.12.2019 22:20

 საუკეთესო რომანისთვის წლის ლიტერატურული პრემია “საბა” აკა მორჩილაძეს გადაეცა ნაწარმოებისთვის „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). საუკეთესო რომანის ნომინაციაში წარდგენილი იყო, ასევე, ზურაბ ქარუმიძის „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) და ივა ფეზუაშვილის „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“). 

 

საუკეთესო პოეტური კრებულისთვის საბა-2019 გადაეცა პოეტ ზაზა ბიბილაშვილს. ასევე, ცნობილია „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული - ლიტერატურული პრემია მსფოლიო ლიტერატურული შედევრების მთარგმნელს - მანანა გიგინეიშვილს გადაეცა, რითაც აღინიშნა მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ