დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"რაც არ უნდა ცოფიანი ძაღლივით ყეფდეს ოდესიდან სააკაშვილი, ხელისუფლებისგან გადაგდებული ძვალის შემდეგ ეს ყეფა წკავ-წკავადა და წკუტუნად გამოჩნდება!" 09.12.2019 12:55

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მრავალმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნები მართლაც გაცილებით მეტ შესაძლებლობას ქმნის, რომ პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მეტი მონაწილეობა მივიღოთ. მაგრამ არც იმდენად, რომ ხელოვნურად, კონსტიტუციის, ელემენტარული სამართლიანობისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ, ისე გავანაწილოთ მანდატები, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის დომინაცია საერთოდაც შეუძლებელი აღმოჩნდეს, როგორც ეს "გერმანული მოდელის" ინიციატორებს სურდათ!


ფაქტია: "ქართულად გერმანული მოდელი", როგორც მანდატების ხელოვნურად გამოთანაბრების იმთავითვე გაკოტრებული იდეა, საბოლოოდ ჩავარდა.


ისევე, როგორც დაანონსებული "ორლულიანი თოფების რევოლუცია" იმთავითვე იყო კარიკატურა, რასაც საბოლოოდ -"იჭინთება, მაგრამ ვერა შვრება" დაერქმევა!


ოპოზიციის ფიარ-სტრატეგია გასაგებია: მრავალმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნები ხელისუფლების უკანდახევადა და საკუთარ წარმატებად გაასაღონ.


მაგრამ ესეც წამგებიანია, რადგან ყველა ხედავს: რაც არ უნდა ცოფიანი ძაღლივით ყეფდეს ოდესიდან სააკაშვილი, ხელისუფლებისგან გადაგდებული ძვალის შემდეგ ეს ყეფა მხოლოდ წკავ-წკავადა და წკუტუნად გამოჩნდება!" - წერს ზარდიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ