დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ევროსაბჭო რომ ჰქვია, ბევრს ჰგონია, რომ ევროპასთან ასოცირდება და იდენტურია - ევროსაბჭო ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა“ 12.12.2019 21:08

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილთან გადაცემაში. “ლაპარაკი არის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობაზე, რომელიც ანბანურად ერგება ყველა ქვეყანას, ანუ რამე მიღწევაზე კი არ არის ლაპარაკი. და ევროსაბჭო ევროკავშირი არ არის. ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც არის დიდი პრობლემები, რუსეთის გავლენის. დიდ სკანდალში გაეხვია ეს ორგანო და ჩვენმა დელეგაციამ დატოვა, მათ შორის, მაშინდელი ოცნების წევრებმაც კი მონაწილეობაზე ასამბლეაში უარი თქვეს, იმიტომ, რომ იქ რუსეთს აღუდგინეს ხმები და ეს არის დიდი სკანდალი ევროპაში. ევროსაბჭო რომ ქვია, ბევრს ჰგონია, რომ ევროპასთან ასოცირდება და იდენტურია, ეს ასე არ არის. უმნიშვნელო კი არ არის, ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა, სამწუხაროდ.” – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

 

ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

 

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ