დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ექსპოზიცია "მარადიული რომი“ გაიხსნა 13.12.2019 12:41

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია "მარადიული რომი". რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან". წარმოდგენილია 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.


უკვე ორი წელია, იტალიის საელჩო ახორციელებს საქართველოში პროგრამას   "Vivere ALL’italiana", რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და სხვა გენიალური მხატვრების გამოფენები და ვითიბი ბანკის ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია.


ექსპოზიცია "მარადიული რომი" რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან" 2020 წლის 29 თებერვლამდე გასტანს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ