დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ბიძინა-მიშას კლოუნადას აყოლილები მალე მიხვდებით, რაც დაგმართეს თქვენმა აფერისტმა კუმირებმა" 13.12.2019 14:14

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

"--- ის ვინც დღეს რუსთაველზე დგას ---


ისეთი დრო დადგება რომ ვინც ახლა რუსთაველზე დგახართ უარყოფთ მანდ დგომას, დამალავთ კიდეც, მაგრამ კადრებს და ჩვენ მეხსიერებას რას უზამთ?


სამშობლოს ღალატი უპატიებელია. არადა რასაც თქვენ დღეს თქვენი სპექტაკლებით უშავებთ საქართველოს ეს ასე ადვილად არ ჩაივლის, რადგან გარე ძალა, რომლიც გაფინანსებთ ბიძინა ივანაშვილის ხელით, მალე მოიმკის თავის წარმატებას აქ, ხოლო საქართველო კვლავ დამცირებულ-დამარცხებული გამოვა. ეს კი თქვენ გამო მოხდება.


ისე ქართველები რომ საზოგადოებად ვვარგოდეთ, ამაზე მეტი ფუფუნება რა გვინდა? ბარემ ერთად არიან შექუჩებულები თუ ვინმე მოღალატე და დედის დაწყევლილი გვყავს ქვეყანაში. არც ძიება გვჭირდება და არც ძებნა. მოხვიე ხელი და მოთხოვე პასუხი სახელმწიფო დანაშაულებზე....
მთავრობა მათია და ამ საზიზღარი რეჟიმის ავტორი გარე ძალაც კედელივით უდგათ უკან.


თუ აქამდე ვინმეს ეპარებოდა კიდე ეჭვი იმაში, რომ ქოცი და ნაცი ერთნი არიან, დღეს ეს უკვე სახეზეა. ხელის გულზეა გადმოფენილი ქართველთა გენოციდის და სახელმწიფოებრიობის მომთხრელი ძალა.... არადა ისევ ბიძინა-მიშას კლოუნადას აყოლილები მალე მიხვდებით რაც დაგმართეს თქვენმა აფერისტმა კუმირებმა, რადგან რასაც დღეს ისინი საქართველოს უფუჭებენ იმას ყველანი ვიგრძნობთ ჩვენზე და ჩვენი შვილების ტყავზე...ეს ამბები კი იმ ფურცლად შევა საქართველოს ისტორიაში, რომლის ამოხევაც მოგვინდება წიგნიდან, რადგან როცა წინაპარი სამარცხვინო გყავს და შენი დამცრობილობა მისი ღორობის ბრალია, მისი ხსენებაც კი შეგზარავს. აი ზუსტად ისე როგორც დამხვრეტი და გენოციდის მომწყობი ბოლშევიკის ოჯახის შვილობა იყო დაღი ქართველისთვის.... მოდის ეგ დრო..."
- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ