დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

"მეტი აგრესია და ღვარძლი თესეთ, მეტი! აბა რაა?!"- ნანა გაგუა 18.12.2019 12:50

"ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მეტი აგრესია და ღვარძლი თესეთ, მეტი!

აბა რაა?!


კარგად ჩაყარეთ დამპალი თესლი ბელტებში,

მერე ღვარძლით მორწყეთ და მსუყე მოსავალს დაელოდეთ!

თესეთ აგრესია ქვეყანაში.

- ქალაქში. ქუჩაში. სახლში.

- ტელე-რადიოში. გადაცემა-გადმოცემებში!

- მდარე შოუებში.

- უნიჭო სტატიებში!

- მიტინგზე. კრებაზე. შეკრებაზე.

- შესვით ხალხი ნერვებზე.

- ბავშვები - ნიჰილიზმზე, უიმედობაზე, სასოწარკვეთაზე.

- ''ამ ცხოვრების დედაც, ჯეკ!''

- ''რა აზრი აქვს დღის გათენებას?!''

თესეთ აგრესია გაცოფებულ ვირთხებზე უარესებო

და რასაც მოიმკით, თქვენთვის დამითმია- თავადვე თქვლიფეთ!... გაამოთ!!!

შაპიტოს დაქირავებულო კლოუნებო!

მედროვე პოპულისტებო! ფსიქო-ქილერებო!

ვერ გიტანთ ასეთებს!

მზე-ადამიანები რომ არ არსებობდნენ თქვენნაირების პარალელურად, ირგვლივ 24 საათი უკუნი სიბნელე იქნებოდა....

''ამ ცხოვრების დედაც, ჯეკ!...

და თქვენიც -

აგრესიის მთესველო, მედროვე ტაკიმასხრებო!"- წერს ნანა გაგუა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ