დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"საკუთარი სული მაქსიმალური პოზიტივით უნდა შეავსო" 19.12.2019 14:07

"ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ნიკოლოზობას გილოცავთ ...


.... ბევრი ვიფიქრე ამ დღეებში და ასე მგონია: საკუთარი სული მაქსიმალური პოზიტივით უნდა შეავსო. ერთი მისხალიც კი არ დატოვო შეუვსებელად... არაა პოზიტივისთვის საბაბი, მაგრამ რაღაცას მაინც უნდა ჩაებღაუჭო, თორემ თუ სადმე ერთი მიგდებული კუთხე-კუნჭული მაინც დაგრჩა სულში ''უყურადღებოდ'', იმ სიცარიელეში აუცილებლად ბალღამი, ბოღმა, ბოროტება, შური, ღვარძლი, უიმედობა ჩაბუდდება... საკუთარი სული სხეულს აბჯარივით უნდა შემოაკრა, შემორაგო აგრესიისა და შფოთისგან. აგრესია კი გადამდებია. არ ინკურნება. აცრაც არ არსებობს. ვირუსივითაა...


ნიკოლოზობას გილოცავთ ...დაე, გვეწოდეს დიდი წმიდანი და შემოგვაკრას სიმშვიდე აბჯარად...." - წერს ნანა გაგუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ