დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ქართველები მიწას აღარ ვამუშავებთ, მაგრამ ერთმანეთის ძირის გამოთხრაში და საფლავის გათხრაში ერთობ გავიწაფეთ" 19.12.2019 15:07

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"--- მიწა ქართული??! ---


ქართველები მიწას აღარ ვამუშავებთ, მაგრამ ერთმანეთის ძირის გამოთხრაში და საფლავის გათხრაში ერთობ გავიწაფეთ. აკი პრეზიდენტიც სულ --,,შეთხარე-გათხარე"-ს მინიშნებებით გველაპარაკება. თუ გაჭირდა საქმე, თითო მუჭა მშობლიურ მიწასაც არ ვიმადლებით ხოლმე ერთმანეთის გულზე გადასაყრელად. ზოგჯერ ეგეც გვავიწყდება... სხვა მხრივ ჩვენ უმეტესობას მიწასთან კავშირი უკვე სკვერში, კორპუსის ეზოში შემოღობილ დომინოს მაგიდასთან და სასაფლაოზე უწევს. ზოგი კი საერთოდ აღარ დგას მშობლიურ მიწაზე. ერთნი დროებით არიან ემიგრაციაში, ხოლო მეორენი დედაბუდიანა არიან აყრილნი და უცხო მიწაზე სამუდამოდ ჩაყრილნი.


მოკლედ, რომ ვთქვა ,,გლახა გოიმად" გასვეცკებული ,,გიორგიკანელები" გავხდით ანუ წინაპრების ნაამაგარით მოტრაბახე გაუქმებულ მიწათმოქმედთა ერი. ქალაქის ჭიებად ვიქეცით. სოფელი უპატრონოდ დავაგდეთ, იმ იმედით, რომ ხვალ მოვხნავთ, ან სულაც სხვა მოხნავს...


არადა ველოდებით არა როდის მოგვიხნავს მინდორ--ველებს გამრჯე გადამთიელი? არადა მოდის, ჩვენ მიწებს იკავებს და ასე თუ ვიბედოვლათეთ აუცილებლად ,,მოგვიხნავს",- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ