ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"ხალხოო დაფიქრდით რას აკეთებთ რაას? 20 კაციანი ჯგუფი ახლა მერიის წინ დგას პლაკატით სიკვდილით სავსე ქალაქი, სტიკერების გაკვრას ცდილობენ მერიის შენობაზე თავისუფალი სიტყვის ეგიდით, ეს არაა თავისუფლება, სწორედ ასეთ ადამიანებს და მათ უმსგავსო საქციელებს მიყავთ ადამიანები თვითმკვლელობამდე! პოლიციის შენობის მინებზე აკრავენ სტიკერებს ამ ცხოვრების დედაც, ხალხოო სად მივდივართ?! ნუთუ პოლიტიკის გამო საკუთარ ქვეცნობიერში სიკვდილს თესავთ, ამოვიდა ყელში, მთავრობა იმოქმედე!!! ამ ოცკაციანი ჯგუფების გარდა 3 მილიონი ცხოვრობს ამ ქვეყანაში რომელთაც ცხოვრება სურთ! ან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეთ, ან რამე მოიფიქრეთ, ცხოვრება გრძელდება, ნუ გვთრგუნავთ ხალხს, ალაგმეთ ეს საშინელება ქალაქში!" - წერს ჯღარკავა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge