დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ნაცური "ტროლ-ბოტიალიზმი", ე.ი. ბჟუტური, ვითომდა სამთავრობო ტროლებზე, იმთავითვე მორიგი ნაწყლობაა!" 23.12.2019 11:19

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ნაცური "ტროლ-ბოტიალიზმი", ე.ი. ბჟუტური, ვითომდა სამთავრობო ტროლებზე, იმთავითვე მორიგი ნაწყლობაა!

ზოგადადაც, ნაცი არის ნაწყლი და ეს ცდის გარეშეა, აპრიორულია! მტკიცება არ სჭირდება!


ტერმინები კი შეგვიძლია გადმოვაქართულოთ. "ტროლი"- ქართულად ქაჯია. ხოლო "ქაჯთა ყაყანი", რამაც მართლაც წალეკა ქართული საინფორმაციო სივრცე, ბუნებრივია, ქაჯებისგან, ე.ი. ნაცებისგან ანუ ნაწყლებისგან მოდის!


ე.წ. ინტერნეტ-ტროლიზმი ე.ი. ინტერნეტ-ქაჯობა, ვინც ჯერ კიდევ ნაცების ხელისუფლების დროიდან ბლოგერი ან თუნდაც მაშინდელი, ძველი "ფორუმის", "პრესა.გე"-ს (მის ქაჯურად დაყაჩაღებამდე), შემდეგ - "პრესაგე.ტვ"-ს და ბოლოს "ფორ.გე-ს" იუზერი იყო, რასაკვირველია - შესანიშნავად ეცოდინება და არ ესწავლება, რა უბედურებასაც ნიშნავს!


იმ დროინდელი ნაც-ტროლი, ე.ი. ნაც-ქაჯი ანუ ინტერნეტ-ნაწყლი დღესაც არმია ყავთ, ოღონდ უკვე ფბ-ში ამ გადაგვარებულებს!


მაგ. თუ გახსოვთ სხვადასხვა "ნიკით" "მოღვაწე" ვინმე "კუ იბერიელი" , რომლის ინტერნეტ-ქაჯობას მართლაც ბადალი არა ჰყავდა (მასეთებს - "სქელუა ტროლი" ჰქვია ინტერნეტ ენაზე) და აშკარად დემენციით იყო ავად; ასევე - ერთ-ერთი ასეთი "ნიკით": "კიაზო" - უფრო "ინტელექტუალურად მობლატავე" ნაც-ტროლი (მასეთებს , "ტონკი" ტროლებს უწოდებენ ხოლმე) ანდა - რამდენი ერთი გავიხსენო!


გიას, იაკობაშვილს, შეიძლება ვთხოვოთ, მას არქივირებული ექნება ამ ტროლების გამაოგნებელი ქაჯობის "მარგალიტები" და იქნებ, ხანდახან ისევ გამოაქვეყნოს, რომ ძველი დრო გავიხსენოთ და ვიხალისოთ ხოლმე!


ცხადია, ახლა ეგენი ფბ-ში იქნებიან და სხვადასხვა ყალბი პროფილებით შენიღბულები.


თუმცა, ეს გინდა "სქელუა" და გინდა "ტონკი" ტროლები საერთოდ რა მოსატანია ნაც-ქაჯობის ანუ ნაწყლობის იმ დეზინფორმაციულ ტროლ-მანქანასთან, რომლის მამამთავარი იყო და არის ამჟამად "ჩინური რ-2"(ე.წ. მთავარი არხი); ჯერ მარტო ეს სუპერ-ქაჯობა - "პრესა.გე", რომელიც თავის დროზე გია იაკობაშვილს ყაჩაღურად წაართვეს, ხომ ყველა საცოდავ "ინდივიდუალურ ტროლს" ერთად უჯოკრავს!


მეც მომცლია რაღა! რად უნდა ამას ამდენი ლაი-ლაი? ნაცი იმთავითვე ქაჯია. ქაჯი და ტროლი კი ერთი და იგივეა!" - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ