ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ვისაც ნუმეროლოგიაზე, ანუ ციფრებზე აქვს გართულება, ზოგს 12 მოსწონს, ზოგს 7, ზოგს 8, ზოგს 5 და ზოგსაც 41, თარიღებსაც უნდა აქცევდეს ყურადღებას.
მოკლედ, 22 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელ ყრილობას არ ჩავატარებდი. ეს თარიღი, თბილისის ომის დაწყება, ყოველთვის საკამათო იქნება.
ეს ისე. მთლიანობაში მივესალმები ახალი პარტიის დაფუძნებას. რამდენად აღმოჩნდება ეს მე-3 ძალა, რომლის აუცილებლობის შესახებ შარშან წინასაარჩევნო პერიოდში განვაცხადე, თან ეს იქნება მე-3 როგორც არსებული ორის ალტერნატივა, თუ რიგით მე-3, დრო გვიჩვენებს.
კარგია ის, რომ ორი მცირე პარტია შეიწოვა, ანუ შეიერთა.
ბევრჯერ დავწერე და გავიმეორებ: უნდა მოხდეს პარტიების ხელახალი რეგისტრაცია (გადარეგისტრირება. ადრე შემისწორეს და ესეც დავწერე). გავაქროთ ერთკაციანი პარტიები. გავერკვიოთ ვის და რისთვის ვაფინანსებთ.
მოკლედ, ღირებულებების, იდეოლოგიის, პრინციპების მიხედვით, პარტიები უნდა გამსხვილდეს."- წერს ამირან სალუქვაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge