დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"სომხეთმა, რუსეთთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება თურქეთის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმი გაამარტივოს" 23.12.2019 16:24

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სომხეთმა, რუსეთთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება თურქეთის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც ისტორიული ქალაქი ანისი მდებარეობს (და ახლა მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი), სასაზღვრო რეჟიმი გაამარტივოს - მომავალი წლიდან მსურველებს უფლება ექნებათ ანისის ახლოდან მზერით დატკბნენ.


ამასთან დაკავშირებით სომხურ მასმედიაში ისევ აქტუალური გახდა 1921 წლის მარტ-ოქტომბრის მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ე.წ. "ნაკლებად ცნობილი" და "საიდუმლო" გარემოებები - წერენ, რომ რუსებმა ბათუმი ანისზე და არარატის მთაზე გაცვალესო... რომ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულების მოქმედების ვადა მთავრდება და სომხეთმა უნდა აირჩიოს - გააგრძელოს თუ მათი დენონსირება მოახდინოსო...


საკვირველია, საიდან ამტკიცებენ სომხები, რომ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს 2021 წელს ვადა უმთავრდებათ? ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს - სომხებმა, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ რუსეთის არქივებზე, იქაც კი ვერაფერი იპოვეს, მაგრამ მაინც ამბობენ - გული გვიგრძნობს, შინაგანი რწმენა გვაქვს, რომ "საიდუმლო ოქმები" სადღაც ნამდვილად არისო.


მოკლედ, სომხური მიდგომით, საქმე მეორე "რიბენტროპ-მოლოტოვის აქტთან" გვაქვს.


საყოველთაოდ ცნობილია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად: თუ ვადა თვით ხელშეკრულების ტექსტში ჩაწერილი არ არის, ის უვადოდ არის მიჩნეული. ასე ფიქრობენ რუსეთიც და თურქეთიც. ასე ფიქრობს აზერბაიჯანიც. ოფიციალურად ასეთივე პოზიცია აქვს საქართველოსაც. სომხეთი კი თურქეთთან არსებულ საზღვარს ოფიციალურად არ აღიარებს."- წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ