დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"რას ვუტოვებთ შვილებს? გაუნათლებელ ტვინებს, განადგურებულ სამეცნიერო სკოლებს, დაცლილ სოფელს" 25.12.2019 12:19

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"-- ჩვენ და წინაპრები --


ვთხოვ ურწმუნოს და ღმრთის მგმობს, ნუ შემადარებენ ან ის მოძღვრები ვინც ალმაცერად მიყურებენ და ისინიც ვინც ყველგან მლოცავენ ჩემი უბადრუკი საქმეებიანა.


ჩემთვის და ზოგჯერ თქვენთვის რაღაცეების წერა-ჩხაპნისას, სულ წინაპართან მაქვს ურთიერთობა ძირითადად, ფურცელზე და ეკრანზე ვაცოცხლებ, მათ სულებს ვეხები და ამიტომაც გაცილებით მეტს ვფიქრობ სიკვდილზე, რომლის შვილებიც ყველანი ვართ ას ასი წლის შემდეგ.


ძალიან ბევრი ეპოქა და მისი ისტორიული პერსონაჟი მყავს გააზრებული და სულში გატარებული. სხვა ყველა ეპოქებსაც არ ვიცნობ ცუდად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და მყარად ვიცი, რომ ქართული კულტურა-ყოფის მთავარი ღერძი ამავე კულტურის უწყვეტობაა ანუ სახელმწიფოებრივი აზროვნების მემკვიდრეობა მამის აზროვნებიდან შვილის აზროვნებაში გადასული.... ამიტომაა, რომ ჩვენი წინაპრების ნატარებ ეპოქებს მათივე თავგანწირვა ახლავს. ისინი ახერხებდნენ უმძიმეს გეოპოლიტიკურ მარწუხებში შეენახათ სახელმწიფო, დაეზარდათ ღირსეული ცვლა და ნაკლები პრობლემა დაეტოვებინათ შთამომავლობისთვის... დიახ ქართველებს ასეთი საიქიო გვახლავს, მაგრამ ჩვენც ხომ მოგვიწევს მათთან შეერთება? რა მიგვაქვს აქედან? რას ვუტოვებთ შვილებს? ან როგორებს ვტოვებთ მათ? გაუნათლებელ ტვინებს, განადგურებულ სამეცნიერო სკოლებს, დაცლილ სოფელს, დეგენერატულ განათლებას, გაპარტახებულ წარმოებას, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და უამრავ არ სახსენებელს თუ უხსენებელს.. ამის გააზრება კი პირდაპირ კავშირშია წინაპრებთან, რომლებიც მიგველიან ყველას -- იუდას და ერთგულს, სულზე თავგადადებულად მძრუნველს და ურწმუნოს, ეკლესიის მაშენებელს თუ ქოცნაც ამომგდებელს....ყველაფერი მოგვეკითხება ჩვენ იქ და ჩვენგან გადაგვარებულ შვილებს აქ... არც არავინ გადაგვისვამს თავზე ხელს იმისთვის, რომ როცა ღვთივკურთხეული სამშობლო გვექცეოდა ან ჩვენი სულის გადარჩენას ვლამობდით, ან კიდე ყველგან ვიყრუებდით მის სატკივარს. ერის დაღუპვა და სახეზე არსებული სახელმწიფოებრივი სუიციდი ყველას მწარედ მოგვეკითხება ჩემი პირველობით... ყველას განურჩევლად რადგან ყველამ დავაკელით სამშობლოს ნებსით თუ უნებლიედ,"- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ