დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო 25.12.2019 20:30

ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო. როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს.

 

„აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო, ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, - წერს ჯანგირაშვილი.

ინფორმაციას ადასტურებენ ტელეკომპანია „პირველშიც“. შესაბამისი განცხადება ტელევიზიის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ