დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"როდესაც ომი ჰიბრიდულია, მაშინ - ცოცხალიც "მიბრიდულია"!" - დავით ზარდიაშვილი 26.12.2019 11:32

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ამ ბოლო დროს რამდენჯერმე ხაზგასმით ვახსენე "ჰიბრიდული ომი" და ბევრი მეკითხება, ეგ რაღა არისო?

ეგ ისეთი ომია, როცა მტერი ცოცხლადა გტოვებს, მაგრამ ისე, როცა "ათას ცოცხალს ერთი მკვდარი ჯობია".

ეგ ისეთი ომია, სადაც მტრის მიზანია "რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს";

ეგ ისეთი ომია, როცა მტერი ეროვნულ და სახელმწიფოებრივ იდენტობას ისე გინგრევს, რომ შენი ფიზიკური განადგურება აღარა სჭირდება. იდენტობის გარეშე ცოცხალი კი რჩები, მაგრამ რჩები ამ წუთისოფლის ბარგად, ზედმეტ ადამიანად, რომელსაც გარდა ბიოლოგიური ფუნქციონირებისა არც არაფერი დარჩენია...

მაგალითი გნებავთ? კი ბატონო:

აგერ ახლა, მტერმა თითქმის მიაღწია, რომ ქართველთა ეროვნული იდენტობის (მამული, ენა, სარწმუნოება) ალტერნატივად ჩამოყალიბდა - "პროპორციული და მაჟორიტარული იდენტობა", რის გამოც ლამისაა ამ ე.წ. პოლიტიკოსებმა ერთი-მეორეს თავი წააცალონ! რასაკვირველია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ ალტერნატიულ "იდენტობას" ვერ აღიქვამს და "პროპორციონალისტთა" მიერ წარმოებულ "ჰიბრიდულ ომში" არ მონაწილეობს, მაგრამ უტყუარად და სრულიად ადექვატურად აღიქვამს ამას:ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობა ინგრევა! ინგრევა ის, რისთვისაც ვარსებობთ, როგორც ქართველები და ადამიანები. გვრჩება მხოლოდ ფიზიკური არსებობა,ე.ი. ის, რომ უნდა ვიარსებოთ, რათა ვჭამოთ და ეგღაა ჩვენი ეროვნული ინტერესები!"

ეროვნული იდენტობა ტერიტორიული (მამული) ენობრივ-კულტურული (ენა) და რელიგიური (სარწმუნოება) თვითობაა! ეს ოჯახში გაზრდილი ყველა ქართველისთვის, სკოლაშიც რომ არ ევლო, იოლად შესამეცნებელია.

სახელმწიფოებრივი იდენტობა ახლაღა ყალიბდება, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ. ბევრს ვერ გაუგია:

სახელმწიფოებრივი იდენტობა ეროვნული იდენტობის დასაცავად კონსტიტუციურობა და სამართალია! სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა სამართლის აღსრულება! სამართალი კი მარადიულ ღირებულებებს იცავს და არა მხოლოდ ადამიანის უფლებებს, ამ ღირებულებათა გარანტიებს ქმნის და არა მხოლოდ "უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისას". სამართალი არა მხოლოდ უფლებებია, არამედ ვალდებულებებიც არის!

არ არის სამართალი - არ არის მშვიდობა! კი ბატონო, უდავოდ ასეა. მაგრამ, განსაკუთრებულად - "ჰიბრიდულ ომში" პირიქითაცაა: "არ არის მშვიდობა და არ იქნება არც სამართალი!"

...ძალიან მძიმე განწყობა რომ არ შევქმნა, ცოტას "წავიოსტრებ" და ჰიბრიდული ომის განმარტებას ვიტყვი "ლექსადა":

"როდესაც ომი ჰიბრიდულია,
მაშინ - ცოცხალიც "მიბრიდულია"!"
- წერს ზარდიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ