უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,დღე არ გაიავლის ახალგაზრდამ თავი არ მოიკლას,
დღე არ გაივლის უბედურმა შემთხვევამ რამდენიმე ახალგაზრდა ერთდროულად არ წაგვართვას,
დღე არ გაივლის ვინმე შიმშილით არ მოკვდეს,
დღე არ გაივლის ათეულობით ოჯახმა საქართველო ლუკმა პურის შოვნის მიზნით არ დატოვოს
დღე არ გაივლის ათეულობით ირანელი და თურქი არ ჩამოვიდეს საქართველოში წასული ჩვენებურების ადგილზე დასასახლებლად,
დღე არ გაივლის სამსახურის გარეშე დარჩენილი ქართველი ნერვიულობისგან არ გარდაიცვალოს,
დღე არ გაივლის ხანშიშესული ქართველი არ ვნახოთ ნაგვის ურნასთან,
ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყანამ წართმეული მიწა წყალი დაივიწყა. ვითომ სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით წლებია აღარაფერს ვაკეთებთ ცხინვალის და სოხუმის დასაბრუნებლად. 6 000 გარეჯელის სისხლით მოტანილი მეორე იერუსალიმი- ჩვენი დავით გარეჯი აზერბაიჯანმა წაგვართვა და ხელისუფლება ოკუპანტს მეგობრად მოიხსენიებს, პრეზიდენტი კი დამპყრობელი ქვეყნის ლიდერ ალიევს უდიდეს პოლიტიკოსად მოიხსენიებს.
სწორედ ამიტომ ვართ ასეთ მძიმე დღეში.
ჩვენ ღმერთმა კი არ დაგვსაჯა, ჩვენ თვითონ დავისაჯეთ თავი ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწების დავიწყების გამო.
ჩვენ ავირჩიეთ სოდომ გომორის გზა და ღმერთი ვუარყავით, ჩვენ ბორდელად ვაქციეთ კავკასიის მზე, ჩვენ მომავალი მოვუსპეთ ახალგაზრდა თაობას, ჩვენ ნარკოტიკები და გარყვნილება ავირჩიეთ ცხოვრების წესად და ამიტომ ნუღარ გვიკვირს რომ ყოველდღიურად გვიწევს ახალგაზრდების დასაფლავებებზე სიარული.
გადარჩენის გზა სამშობლოს თითეული გოჯი მიწისთვის და უფლისთვის ბრძოლაშია.
ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს ქართველნო!” - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge