დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მსოფლიოს მთავარი ნაძვის ხეების რა მოგახსენოთ და თბილისი ნამდვილად ჯადოსნურად არის აციმციმებულ -აბრჭყვიალებული" 26.12.2019 17:00

მანჩ გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პარიზი ,მადრიდი , ვატიკანი, ლონდონი , რომი, თბილისი 2019 წელი, რომელი უფრო მოგწონთ?.. გემოვნებაზე არ დავობენო, უთქვამს ბრძენ ხალხს, პირადად მე, მომწონს ჩვენი დახვეწილი ნაძვის ხე, ნამდვილს ჰგავს და თუნდაც ამიტომ , ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მისი ნებაა... მსოფლიოს მთავარი ნაძვის ხეების რა მოგახსენოთ და მთლიანობაში , თბილისი ნამდვილად ჯადოსნურად არის აციმციმებულ -აბრჭყვიალებული... ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც ძალიან სახალისო იქნება ...


ხოლო რაც საახალწლო განათებებზე დახარჯულ თანხებს შეეხება, აქ ორი აზრიც არ უნდა არსებობდეს საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის. რადგან კომერციულად გამართლებულია და აუცილებელიც არის, რომ ტურისტული ქალაქი საახალწლოდაც განსაკუთრებით მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს სხვა ცნობილ ტურისტულ ქალაქებთან შედარებით.. მერე რა , რომ ჩვენ "ღარიბი" ქვეყანა ვართ და ისინი "მდიდარი", სწორედ ამიტომ არ გვაქვს ახალი წლის ტურების "ჩაბნელება" - დაკარგვის უფლება და ყოველმხრივ მიმზიდველი უნდა ვიყოთ.


ყოჩაღ , ქალაქის თავს და მის გუნდს, სწორი გათვლებისთვის! .."- წერს მანჩო გიორგობიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ