დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალებისას ორი ადამიანი დაიღუპა - მგზავრები საქართველოს მოქალაქეები არიან 26.12.2019 21:11

მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალებისას ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ორივე მათგანი ავტობუსის მგზავრია. ავტოავარია, რომლის მიზეზიც მოყინული გზა იყო, ლიპეცკის ოლქში მოხდა. სამგზავრო ავტობუსში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რეგიონის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს. „დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, 16 ადამიანს მედიკოსები სინჯავენ“, - განუცხადეს სააგენტოს.

 

მათივე ცნობით, მძღოლი და 17-ივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. ავარია მოსკოვის დროით 18:40 საათზე მოხდა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ