დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

“საფრთხე ძალიან სერიოზულია” - ლიცენზიის დროებითი შეჩერება, ან ჩამორთმევა - რა ბედი ელით “ურჩ” ტელეკომპანიებს 27.12.2019 12:10

"მორიგი შეტევა კრიტიკულ და თავისუფალ მედიაზე," "არასწორი ქმედება და დისკრიმინაციული მიდგომა," - სწორედ ასეთი შეფასებები მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ სამი ტელეკომპანიისთვის, „რუსთავი 2"-ის, „ტვ პირველისა" და „კავკასიისთვის" ინკასოს დადებას, თანაც ეს იმის ფონზე, როდესაც ძველი დავალიანება „იმედს" (19 მილიონი,) და მის ჰოლდინგში შემავალ "მაესტროს" (8 მილიონი) ჯერ კიდევ არ გადაუხდია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “საფრთხე ძალიან სერიოზულია” - ლიცენზიის დროებითი შეჩერება, ან ჩამორთმევა - რა ბედი ელით “ურჩ” ტელეკომპანიებს.


"შესაბამისი სამსახურის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რომელიც ტელეკომპანიებს ავალდებულებს სახელმწიფოს წინაშე პირველი ოქტომბრიდან არსებული დავალიანების დაფარვას, ტელევიზიებს მხოლოდ ერთდღიანი ვადა ჰქონდათ მიცემული იმისათვის, რომ ეს დავალიანება დაეფარათ. დღეს კი სამივე ტელეკომპანიას ფინანსური ოპერაციების განხორციელება შეეზღუდათ. როგორც აღმოჩნდა, ცენტრალური ტელევიზიების უმრავლესობას, მათ შორის „რუსთავი 2"-ს, „იმედს", „ჯიდიესს", „მაესტროსს", „მთავარს", „ფორმულას", „პალიტრანიუსს" პირველი ოქტომბრიდან დღემდე ბიუჯეტის დავალიანება არ აქვთ, რაც შეეხება „ტვ პირველს", ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დავალიანება აქვთ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს 16 დეკემბერს დავალიანების 15 იანვრამდე გადავადების მოთხოვნით მიმართეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტელეკომპანიები მიმდინარე დავალიანებას არ დაფარავენ, საქმე შესაძლოა საკმაოდ მკაცრ შედეგამდეც კი მივიდეს, რაც ლიცენზიის დროებით შეჩერებას, ან მის ჩამორთმევას გულისხმობს. ამის შესახებ "რეზონანსს" იურისტმა და უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა”,- აღნიშნავს გამოცემა.

 

"სანქციების მთელი რიგი კასკადი შეიძლება იქნას გამოყენებული. პირველ რიგში, ანგარიშზე ინკასო ნიშნავს იმას, რომ რაც კი შემოუვათ, იმას ავტომატურად მოუხსნიან. თუკი არ გადახდის, საკითხი დიდხანს გაგრძელდა და ტელევიზიებმა არ გაასაჩივრებენ, შეიძლება კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საინქციების შემოღება დაიწყოს. გაფრთხილებას შემდეგ ლიცენზიის შეჩერება და ლიცენზიის ჩამორთმევა მოჰყვება, - ეს არის კომუნიკაციების კომისიის სანქციები. "აშკარად მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა, რაც ასევე დისკრიმინაციულია, - ყველას რომ ერთნაირად სთხოვდნენ, გასაგები იქნებოდა, მაგრამ გამორჩევა არის აშკარად დისკიმინაციული მიდგომა და იმ ტელევიზიების წინააღმდეგ მიმართული, რომლებიც ხელისუფლებას არ მოსწონს და მის დაკვეთებს არ ასრულებს. ეს არ დარჩება სათანადო საერთაშორისო რეაქციის გარეშე. ტელევიზიებს ვურჩევ გააგრძელონ წინააღმდეგობა, როგორც თვითონ თქვეს," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ. 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ყოფილი ტელეჟურნალისტი არჩილ გამზარდია "იბერიას" დახურვის ფაქტს იხსენებს და "რეზონანათან" საუბრისას ამბობს, რომ დღეს არსებული პროცესი სწორედ იქითკენ მიდის, რომ ტელეკომპანიები შეიძლება დახურონ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს არა ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ საკითხთან, - ხელისუფლება ცდილობს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები დაადუმოს. "ზუსტად ეს პერიოდი გავიარეთ ტელეკომპანია „იბერიაში" და ვნახეთ კიდევაც შედეგები. მაშინ, რასაც ვითხოვდით, იყო ის, რომ თანაბარ პირობებში ვყოფილიყავით სხვა ბიზნესთან ერთად. როდესაც სხვა ბიზნესწარმომადგენლებს, რომლებთანაც ხელისუფლება მეგობრობდა, ათეულობით მილიონობით ლარი ჩამოეწერათ და ჩვენ შემთხვევაში რესტრუქტურიზაციასაც არ ახდენდა, ზუსტად იგივე მეთოდოლოგიას ვხედავთ დღეს "ტვ პირველსა" და "კავკიასიაზე." "ხელისუფლება ცდილობს, ძირითადი სასიცოცხლო არეტერიები გადაუკეტოს ტელევიზიას. ფინანსები თუ არ იქნება, მის გარეშე რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს? ეკონომიკური და ფინანსური შტურმირება, ასე დავარქვთ „ქართული ოცნების" სტრატეგიას და ძალისხმევას, მოქმედებს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ტელევიზიას მეტი დავალიანება გაუჩნდეს, უფრო მეტად გაუჭირდეს გადახდა და შემდგომ მისი პარალიზება გამოიწვიოს. მთავარი მიზანი პოლიტიკურია, ფინანსურ კონტექსტში არ განვიხილავ," - თქვა გამზარდიამ. „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია ფინანსთა სამინისტროს მოქმედებას უპასიხისმგებლობად აფასებს და აღნიშნავს, რომ უწყებას ასეთი პრინციპულობა წინა მენეჯმენტის პირობებში უნდა გამოეჩინა”, - დასძენს გამოცემა.

 

"არჩილ გამზარდია „რუსთავი 2"-სთვის ინკასოს დაწესებას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორით ხსნის. პირველი, რომ ხელისუფლება "ალიბს" იქმნის და მეორე, - "ქართულ ოცნებას" "რუსთავი 2" ისევ არ მოსწონს. „რუსთავი 2"-ის ფაქტორს ორი შესაძლებელი ასპექტით ვხსნი; "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ხელისუფლება ცდილობს ერთგვარი ალიბი შეიქმნას. ამავდროულად შეიძლება არსებობდეს უკმაყოფილება სალიასთან მიმართ, რადგან მისი ცალკეული ჟურნალისტები მეტ-ნაკლებად ცდილობენ, ხელისუფლების პროპაგანდაში არ იყვნენ ჩართული. „ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები „რუსთავი 2"-ის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. რამდენჯერმე იყო ასეთი ტექსტი, რომ ძველი „რუსთავი 2"-ვით მუშაობს. ან შესაძლოა „რუსთავი 2"-ის ხელოვნურ გაკოტრებას ცდილობდნენ. ასეთი ვერსიები არსებობს, რომ ტელევიზია არ უნდა ხალვაშს და შეიძლება პროცესი სწორედ აქეთკენ მიდიოდეს. „რაც შეეხება „იმედს," ხელისუფლებისთვის სასურველები არიან და შეიძლება ფორმალური სანქცირება ვიხილოთ, ან სხვა, მაგრამ საერთო ჯამში, პროცესი ასე არ წავა. ეს შესაძლოა უბრალოდ ფორმალური ჟესტები იყოს. ხელისუფლებისთვის მთავარი პროპაგანდისტული წყაროა დღეს ტელეკომპანია „იმედი." „მაქსიმალურად ეცდებიან ამ ტელეკომპანიებს ყველა წყარო გადაუკეტონ, რომ საბოლოო ჯამში ამან გამოიწვიოს დახურვა. საფრთხე ძალიან სერიოზულია. მიზანი ეს არის, რასაც სამწუხაროდ შესაძლოა მიაღწიოს, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება ამ პროცესს არ დაიწყებდა," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ. „კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ ამით ფაქტობრივად, ტელევიზიის მუშაობა შეაჩერეს. ჯანგირაშვილი ხელისუფლებას კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ დაედო ინკასო „იმედისა" და „მაესტროს" ანგარიშებს, როცა მათი დავალიანება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ტვ პირველის" გენერალურ დირექტორს, ინგა გრიგოლიასა და ნინო ჯანგირაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ სატელევიზიო ინდუსტრიაში გადასახადების გადახდაზე მრავალწლიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. გვარამიას „რუსთავი 2"-ზე დადებული ინკასოც უსამართლობად მიაჩნია”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : "რეზონანსი“

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ