დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

"ამ ომში ადამიანების, სოციალური ერთობებისა და ერების, მათ შორის - ქართველების იდენტობასაც ელის საბედისწერო გამოცდა" 27.12.2019 12:50

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, არმიის გენერალ გერასიმოვის „საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა“ (პირველად საჯაროდ ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში გაჟღერდა, ე.ი. თითქმის ორი წლით ადრე, ვიდრე მისი უკრაინაში პრაქტიკული გამოყენება მოხდებოდა) ამტკიცებს, რომ თანამედროვე ომი „კლასიკურისგან“ განსხავევით, ჰიბრიდულია და სამხედრო-შეიარაღებული ძალების პირდაპირ, უშუალო გამოყენებას მხოლოდ განსაკუთრებულ, უკიდურეს შემთხვევებში გულისხმობს; მოწინააღმდეგე სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთა კოალიციის დასამარცხებლად არა სამხედრო, არამედ უპირატესად „პოლიტიკური“ - ე.ი. ნახევრად, ანდა სრულადაც კი ლეგიტიმური და ლეგალური საშუალებები გამოიყენება; რასაკვირველია, ნებისმიერი ომი, თუნდაც ჰიბრიდული - ძალმომრეობაა, მაგრამ თანამედროვე ომების ტიპოლოგიური ნიშანი, რითაც იგი „კლასიკურისგან“ განსხვავდება, სწორედ ეს არის: ძალმომრეობა, რომლის უკანაც დგას საბედისწერო მტრული მიზანი, საგულდაგულოდ ინიღბება და ძალზე ხშირად მტრის, აგრეთვე მის მიერ განხორციელებულ მტრულ ქმედებათა იდენტიფიცირება შეუძლებელია; ასეთ ომში, გერასიმოვის დოქტრინით, სამხედრო-შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ „შემაკავებელი“ და მოწინააღმდეგის დამაშანტაჟებელი სტრატეგიული როლი აქვთ; მათი „საქმეში ჩართვა“, მანამ, სანამ არასამხედრო ინსტრუმენტები ეფექტიანად მუშაობს, თუნდაც იმიტომაც არ დაიშვება, რომ მტრული „პოლიტიკური“ ოპერაციების ბუნება, ბოლო ეტაპამდე მაინც, როცა ომს შენიღბვა აღარა სჭირდება, არ გამჟღავნდეს.


რასაკვირველია, ვიდრე გერასიმოვი ამ დოქტრინას საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადებდა, რაც, მე თუ მკითხავთ - რუსეთის მიერ მთელი დასავლური სამყაროსთვის (და არა მარტო) მსოფლიო ომის გამოცხადების ტოლფასია, რუსეთი ასეთ ჰიბრიდულ ომს უკვე 90-ანი წლების დასაწყისიდანვე ახორციელებდა, განსაკუთრებით ინტენსიურად - სწორედაც საქართველოს ტერიტორიაზე. ისიც კი შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ „ჰიბრიდული ომის“ სტრატეგია სწორედ საქართველოს მაგალითზე მუშავდებოდა და საქართველო გახლდათ ჰიბრიდული ომის საომარ მოქმედებათა თეატრის სამოდელო ტერიტორია.


2013 წლამდე მსოფლიო „ჰიბრიდული ომი“, თუნდაც საქართველოს მაგალითზე, რასაკვირველია, გამოუცხადებელი იყო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი შენიღბვის საჭიროება 2008 წლის აგვისტოს გამო, აღარ არსებობდა და პირიქით, ამ ომის უკვე ღიად გამოცხადება მოწინააღმდეგის ტოტალური დაშინება-დაშანტაჯების გზით სტრატეგიული ინიციატივის დაუფლებას ეფექტიანად მოემსახურებოდა, გერასიმოვმა იგი გამოაცხადა!


გამოაცხადა, რადგან ჰიბრიდული ომი ისეთი ომია, რომელიც პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელებას კი არ წარმოადგენს (როგორც კლაუზევიცი განმარტავდა) არამედ პირიქით: პოლიტიკაა ომის წარმოების საშუალება!


რა არის განსაკუთრებით საშიში: გერასიმოვმა 2013-ში გათქვა ის, რაც უკვე სტრატეგიულად გამოიყენა რუსეთმა საქრთველოში და რის გამოყენებასაც, როგორც სტრატეგიისას, იგი უკვე დაუფარავად აპირებდა უკრაინაში. ცხადია, კონკრეტული „ტაქტიკა“ უკრაინული ჰიბრიდული ომისა, ჩვენ 2014 წლის მაედნიდან მოყოლებული, ნათლად ვნახეთ. ნიშანდობლივია, რომ უკრაინის ტერიტორია უკვე სამოდელო კი არა, არამედ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებათა თეატრის „ორდინალური“ სცენა გახლდათ! საშიში კი აქ ის არის, რომ საქართველო, ჩემი აზრით, კვლავაც სამოდელო ტერიტორიას წარმოადგენს, სადაც ხდება ტიპოლოგიურად ასევე ჰიბრიდული ომის, მაგრამ მისი უაღრესად პერსპექტიული და უახლესი სტრატეგიული ვერსიის, რასაც ექსპერტები „დიფუზიური ომის" სტრატეგიას უწოდებენ, ადაპტაცია-გამოცდა!


„დიფუზიური ომის“ გარკვეული ელემენტები 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროსაც სახეზე იყო. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ გახლდათ „ჰიბრიდული ომის“ წარმოების უკვე ბოლომდე დამუშავებული და წამყვანი სტრატეგია; რასაც ახლა ვადევნებთ თვალს საქართველოში, ეს უკვე ბოლომდე დამუშავებული, თუმცა ჯერ კიდევ სამოდელო, პრეცენდენტული დიფუზიური ომია;


რა არის სტრატეგიული „ნოუ-ჰაუ“ ასეთ დიფუზიურ ომში?


სწორედ ის, რომ ე.წ. ლიბერალური და „პროდასავლური ფრონიტი“, ისე, რომ თავადც ვერ აცნობიერებს რასა სჩადის, მეთოდოლოგიურად, დაჟინებით და „პატრიოტული“ შემართებით, თანაც ისე, რომ საკუთარი თავი რუსეთის დაუძინებელი მტერი ჰგონია, ანგრევს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ იდენტობას, რითაც საბოლოო ჯამში გზას უხსნის სწორედ რუსეთს, რომ საქართველოს, როგორც ერი-სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს, ბოლო მოუღოს და როგორც ლავროვი 2008-ში ღიად იმუქრებოდა - მისი „ანაიჰილაცია“ მოხდეს!


დიფუზიური ომი - უკანასკნელი, ე.წ. იდენტობის ომია: ამ ომში ადამიანების, ადამიანთა სოციალური ერთობების და ერების, მათ შორის - ქართველებისაც, იდენტობას ელის საბედისწერო გამოცდა; „დიფუზიური“ კი ეს ომი იმიტომაა, რომ თითქოსდა დაუძინებელი მტრები - მსოფლიო ლიბერალობა (ლიბერასტობას რომ სავსებით სამართლიანად ვუწოდებთ ქართველები) და რუსული იმპერიალიზმი, ევროპული გაგებით ერ-სახელმწიფოებს მოსპობით ემუქრებიან! საქართველოშიც ეს კეთდება „დიფუზიურად“, იმ იმთავითვე მტრული ძალის მიერ, რომელსაც საკუთარი თავი, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს „ლიბერალურ მესიად“ მიაჩნია და ამჟამად „პროპორციული“ არჩევნებისთვის „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის“!


იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპმა მოახერხა მსოფლიო ლიბერასტობის შეტევის უვნებელყოფა, მაშინ დგება მომენტი, რასაც დიფუზიურ ომში პარადოქსულად ასე ეწოდება: "მტერმა მიღალატა!"


ანუ რუსეთიც - ამ ეტაპზე მაინც, გლობალურად დამარცხდება.


მაგრამ შეიძლება საქართველო ლიბერასტების ხელით მაინც დაიპყროს, თუკი ფხიზლად არ ვიქნებით!"-წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ