დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განახორციელა 27.12.2019 16:27

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

 

ცვლილებების თანახმად, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა.

 

გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გათავისუფლდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან და დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ.

 

ამასთან, თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ