დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავა 29.12.2019 15:18


შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში 35 წლის ეკა მიქავას თვითმკვლელობამდე მიყვანაში გარდაცვლილის ოჯახი ქმარს ადანაშაულებდა. ოჯახი ამბობს, რომ ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და მას მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ