დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"2018 წელს აფხაზეთის ა/რ ცალკეულ დეპარტამენტებში შრომის ანაზღაურებაზე თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა" - 30.12.2019 12:57

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცალკეულ დეპარტამენტებში შრომის ანაზღაურებაზე თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, იუსტიციის დეპარტამენტის და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის დასკვნით, თანამშრომელთა სამუშაოზე ყოფნის აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც, ხელფასის გაანგარიშების საფუძველია, ფორმალურადაა წარმოებული და არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელების სამუშაო ადგილზე ყოფნის დროის კონტროლს.

 

„პასუხისმგებელი პირების არაკვალიფიციური მიდგომის, დაკისრებული მოვალეობებისადმი არაჯეროვნი დამოკიდებულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესში არასათანადო კონტროლის გამო, რაც, თავის მხრივ, ქმნის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად, არეფექტიანად ხარჯვის რისკებს, ფაქტობრივად აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება შრომის ანაზღურების კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ