დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული - ძალიან სამწუხაროა, რომ 34 წლის 3 შვილის დედა აღარ არის - თუ ვინმე დამნაშავე იქნება, ყველა პასუხს აგებს“ 30.12.2019 20:06

აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული ისე, როგორც უნდა იყოს და თუ ვინმე დამნაშავეა ყველა პასუხს აგებს,- ამის შესახებ წმინდა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში 34 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა. ვეფხია ოდიშარიას ინფორმაციით, შემთხვევა მშობიარობიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

 

„თუ რამ გამოიწვია 34 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალება, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული ისე, როგორც უნდა იყოს. ძალიან სამწუხაროა, რომ 34 წლის 3 შვილის დედა აღარ არის. თუ ვინმე დამნაშავე იქნება ყველა პასუხს აგებს“,- განაცხადა ვეფხვია ოდიშარიამ.

 

ცნობისთვის, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ