დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

იტალიაში, ქალაქ ფაზანოში ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს 02.01.2020 20:17

იტალიაში, ქალაქ ფაზანოში სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და პირების იდენტიფიკაციისთვის ავტომობილის ჩხრეკა განახორციელეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო.

 

იტალიური მედიის ინფორმაციით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ოთხივე ქართველი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად 7 დღე მისცეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ