დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი მიზეზი გაჩნდა" - ამირან სალუქვაძე 03.01.2020 12:18

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: 

 

"ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი მიზეზი გაჩნდა.


აშშ-ს მხრიდან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცქვედანაყოფის მეთაურის, გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას ირანის ხელმძღვანელობის, მათ შორის სულიერი ლიდერის მხრიდან მწვავე რეაქცია და შურისძიების მუქარები მოჰყვა. ირანში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. ტრამპის ოპონენტები აღნიშნულ აქციას აკრიტიკებენ. სიტუაცია არაპროგნოზირებადია. დამოკიდებულია ირანის საპასუხო ზომებზე. ნავთობის ფასმა კი რეაქცია არ დააყოვნა..." - წერს სალუქვაძე. 

 

ცნობისათვის, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ, - ამის შესახებ ერაყის გასამხედროებული ძალების პრესსპიკერმა „როიტერსს“ განუცხადა.


„აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და ქასემ სულეიმანის სიკვდილზე ამერიკელი და ებრაელი მტრები არიან პასუხისმგებლები,“- აღნიშნა ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ პრესსპიკერმა აჰმედ ალ-ასაადიმ.

 

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, „როიტერსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ირანთან დაკავშირებული ორი პირი იყო.

 

შეგახსენებთ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც, ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ