დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ირანის სიამაყე - გენერალი ყასემ სულეიმანი ამერიკელებმა მოკლეს" 03.01.2020 16:26

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ირანის სიამაყე -გენერალი ყასემ სულეიმანი ამერიკელებმა მოკლეს


დღეს, ადრე დილით, ბაღდადის აეროპორტზე აშშ-ის ავიაციის ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული სპეცქვედანაყოფ "კუდს"-ის ("იერუსალიმ") მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი.


(ცნობისათვის:

"კუდსი" ექვემდებარება მხოლოდ ირანის უზენაეს მმართველს, აიათოლა ალი ჰამენეის).


ავიადარტყმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა. რაკეტა იმ ავტომანქანას მოხვდა, რომელშიც გენერალი იჯდა. ყასემ სულეიმანი ბაღდადში არსებულ აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.


ირანის ხელმძღვანელობა გადარეულია.

"სიკვდილი ამერიკას!", "შურს ვიძიებთ!" და ა.შ. (ტრადიციულად, მაგრამ ახლა უფრო ემოციურად!). ქვეყანაში სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოცხადდა.


ფრთხილად უნდა ვიყოთ, ემანდ ჩვენ არაფერი მოგვივიდეს. ირანი ხომ "აშშ-ის დამქაშებად" გვთვლის

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ