დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

“რეკორდსმენი” ანსამბლის ახალი რეკორდი - “მფრინავი ქართველები მოდიან” 04.01.2020 22:51

მილანის “ლა-სკალას” თეატრში, სადაც “სუხიშვილებამდე” არცერთი ერის ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს, ქართველი მოცეკვავეების წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ოვაციების თანხლებით, ფარდა 14-ჯერ აიწია და ლეგენდარული ტენორის, ენრიკო კარუზოს “რეკორდს” გადააჭარბა – მისი გამოსვლის შემდეგ ლა-სკალაში ფარდა 11-ჯერ ასწიეს. “სუხიშვილების” თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ: ჯონ კენედი, ფიდელ კასტრო, ჯავაჰარლარ ნერუ, ინდირა განდი, პელე, ფრენკ სინატრა, ჟან გაბენი, ბრიჟიტ ბარდო, უოლტ დისნეი, ჩარლი ჩაპლინი… ნიუ-იორკში, ბროდვეიზე­, დასის წარმოდგენები წლის საუკეთესო შოუდ ორჯერ აღიარეს. სხვადასხვა წლებში “ნიუ-იორკ თაიმსმა”, “ვაშინგტონ პოსტმა”, “დეილი ტელეგრაფმა”, “ფიგარომ” და სხვა წამყვანმა გაზეთებმა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფოლკლორულ კოლექტივად დაასახელეს. 


“რეკორდსმენმა” ანსამბლმა 3 იანვარს დუბაიში სადებიუტო კონცერტი გამართა - წელს მათ კიდევ ერთი “რეკორდი” დაამყარეს და მსოფლიოს 46 ქალაქში გამართეს კონცერტები. მათ ვიზიტს დუბაის საამიროს მედია უკვე გამოეხმაურა და მოცეკვავეებისათვის მიძღვნილი სტატია ასე დაასათაურა – “მფრინავი ქართველები მოდიან”.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ