დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარეში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს 05.01.2020 20:15

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი საჯავახოს თემში, მდინარეში ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სამტრედიის მერის ვალერიან ფოცხვერიას თქმით, ნაპოვნი მამაკაცი, სავარაუდოდ, საჯავახოში 30 ნოემბერს დაკარგული მამაკაცია. მას ერთ თვეზე მეტია ეძებდნენ. მომხდარზე გამოძიება 155-ე მუხლით მიმდინარეობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ