დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"ტრამპის „კოვბოური“ გასროლა, რასაკვირველია, უაღრესად სარისკო და მკვეთრი ნაბიჯია" - დავით ზარდიაშვილი 06.01.2020 11:36

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ტრამპის, პირდაპირა ვთქვათ - „კოვბოური“ გასროლა, რასაკვირველია, უაღრესად სარისკო და მკვეთრი ნაბიჯია. მაგრამ იგი პასუხია „აღმოსავლურად“ მზაკვრულ და ვერაგ პოლიტიკაზე, რომლის სახეც აშკარად წარმოჩინდა გასული წლის ბოლოს, როცა პრო-ირანულმა შიარაღებულმა დაჯგუფებებმა უკვე პირდაპირი სამხედრო შეტევა ჯერ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ხოლო შემდგომ - ერაყში ამერიკის საელჩოზე მიიტანეს.


საერთოდ უნდა ითქვას, რომ თუნდაც ასეთ, ძალზე მკვეთრ, სარისკო საპასუხო მოქმედებებსა(რასაც აშშ, როგორც სუპერ-სახელმწიფო თავს ნებას აძლევს და მიმართავს ხოლმე) და მზაკვრულ, ვერაგ საერთაშორისო პოლიტიკას შორის, მაინც მკვეთრი ზღვარია!


გამაოგნებლად მზაკვრული და შემაძრწუნებლად ვერაგი პოლიტიკის სწორუპოვარ ნიმუშად რჩება ჯერ სსრკ-ს, ხოლო შემდგომ მისი მემკვიდრის - რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო პოლიტიკა!


ცხადია, ეს ჩვენს ტყავზე მწარედა გვაქვს გამოცდილი - სოხუმზე ვერაგულ თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის „სამშვიდობო მისია“, რომლის მზაკვრულ მიზანსაც, რასაკვირველია, სოხუმის შტურმის წინ ქართველთა შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება წარმოადგენდა!


მზაკვრობის, ვერაგობის, სამეგობროდ ერთი ხელის გამოწვდისა და მეორე ხელით ზურგში დანის ჩაცემის „აბსოლუტურ რეკორდად“ მსოფლიო ისტორიაში ალბათ შევა სსრკს მოქმედება ავღანეთში 1979 წელს. მოკლედ შეგახსენებთ:


სსრკ-ს მიერ 1978-ში ინსპირირებული იქნა ავღანეთში ე.წ. საურის (აპრილის) რევოლუცია, რის შედეგადაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ბრეჟნევის ძმა და მეგობარი - ნურ მოჰამედ ტარაკი.


1979 წლის სექტემბერში საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა „კარის“ გადატრიალება, რის შედეგადაც ტარაკი დაპატიმრებული და შემდგომ დახვრეტილი იქნა ბრეჟნევის ახალი „ძმა-მეგობრის“ - ჰაზიფულა ამინის მიერ.


1979 წლის დეკემბერში, ინდოეთში, ინდირა განდისთან ვიზიტად მიმავალმა ბრეჟნევმა გზად გაიარა ქაბულში, შეხვდა ამინს, სულ ტუჩებში კოცნა და სამარადჟამო ძმობა შეჰფიცა. ეს მოხდა 25 დეკემბერს. ხოლო 27-ში ღამით, საბჭოთა სპეც-რაზმმა შეტევა მიიტანა ქაბულში პრეზიდენტის სასახლეზე და უმოწყალოდ ამოჟლიტა ჰაზიფულას მთელი ოჯახი! 28-ში კი, ინდირა განდისგან უკან დაბრუნებულმა ბრეჟნევმა, ასევე გზად შეიარა ქაბულში და ამჟამად მის ახალ ლიდერს - ბაბრაქ ქარმალს ლოშნა და პროშნა, იმასაც სამუდამო ძმობა შეჰფიცა!


ეს იმიტომ მოვყევი, რომ ჩვენთვის ტრაპმის „კოვბოობა“ კი არაა საშიში, არამედ ჩრდილოელი მეზობლის მზაკვრობა და ვერაგობა! იგი უკან არაფერზე დაიხევს და ფრთხილად ვიყოთ, რადგან დარწმუნებული ვარ - რაც ავღანეთში მოაწყო, ის არც დავიწყებია და მას შემდეგ არც არაფერი უსწავლია: ღმერთი გვფარავდეს და ტრამპიცა გვშველოდეს, რომ აქ არა ქნას იგივე!


P. S. ვერც ავღანეთში იზავდა, რომ ისეთი ნაძირლები და გამყიდველები, როგორებიც ერთი-მეორის მიყოლებით იყვნენ ტარაკი, ამინი, ქარმალი და ბოლოს ნაჯიბულა, არა ჰყოლოდა!" - წერს ზარდიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ