რამე ფორმით ვტოვებ მთვრალის, ავადმყოფის შთაბეჭდილებას? მართლა მაინტერესებს, - ამ კითხვით ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლემ გიორგი არევაძემ დაცვის მხარეს მიმართა. აღნიშნულის შესახებ, მოსამართლემ განცხადება სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რითაც გასული სასამართლო პროცესის შემდეგ, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე გიორგი არევაძე პროცესზე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. გვარამია საკუთარ განცხადებაში მოსამართლის "სიფხიზლეზე შემოწმებას"ითხოვდა.
"ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიყურები. რამე ფორმით ვტოვებ მთვრალის, ავადმყოფის შთაბეჭდილებას? მართლა მაინტერესებს", - იკითხა მოსამართლემ, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მსგავსი პრეტენზია რომ გასჩენოდათ, შუამდგომლობას დააყენებდნენ. "მე ვამაყობ ჩემი ოჯახით, წარმომავლობით, უზრდელობას არ ავყვები, არც ჩემი პროფესიული ეთიკა მაძლევს უფლებას ასე ვისაუბრო და არც მორალი", - განაცხადა გიორგი არევაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge