დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"რა მოხდებოდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ შეეწყალებინათ?" - გია ხუხაშვილი 07.01.2020 11:22

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"რა მოხდებოდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ შეეწყალებინათ?


ცუდ შემთხვევაში, გამოვიდოდა ტელევიზიით და რაღაც ბრალდებებს წაუყენებდა საპატრიარქოს და მის კონკრეტულ მესვეურებს. რამდენიმე დღე ამაზე ვისაუბრებდით. ვიღაცა დაიჯერებდა, ვიღაცა არა. მაგრამ საპატრიარქოს ექნებოდა მორალური უპირატესობა, როგორც მიმტევებელს და სულგრძელს ცოდვილის მიმართ. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მოხდებოდა მისი მარგინალიზება და ცოტა ხანში ყველას მიავიწყდებოდა.


რა მოხდა ახლა?


ვიღაცას კიდევ უფრო გაუმყარდა უსამართლობის განცდა. ვიღაცას ეჭვის მარცვალი ჩაუსახლდა. ანუ, ამ თემაზეც შენელებული მოქმედების ნაღმზე დავსვით საზოგადოება.


ჩემის აზრით გრძელვადიან პერსპექტივაში ყველამ წააგო, იმის გარდა, ვისთვისაც სეიფში შენახული კომპრომატით მართვა ერთგვარ ნარკოტიკად იქცა და სხვაგვარად ვეღარც წარმოუდგენია." - წერს ხუხაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ