დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"რუსეთის პრეზიდენტი რაღაც-რაღაცეებს ხაზს უსვამს.... აშშ-ის დასანახად" 08.01.2020 11:26

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"პუტინის საშობაო ვოიაჟი


ვლადიმერ პუტინი დღეს, 7 იანვარს დამასკოში ჩავიდა და რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტი მოინახულა. იქვე შეხვდა თავის სირიელ კოლეგას ბაშარ ალ-ასადსაც. პრეზიდენტებმა სირიასა და ერაყში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
(ფოტო). ვლადიმერ პუტინს თან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ახლდა.


8 იანვარს პრეზიდენტი უკვე სტამბოლში თავის თურქ კოლეგას შეხვდება - მასთან ერთად გაზსადენ "თურქულ ნაკადს" გახსნის.


-----------------------


"თურქული ნაკადის" გახსნაში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა საკმაო ხნის წინ იყო დაგეგმილი, რეჯეფ ერდოღანთან შეთანხმებული და ის კანონზომიერ ვიზიტად შეიძლება ჩავთვალოთ.


რაც შეეხება დამასკოში ჩასვლას... ეს საკითხი, ალბათ, ბოლო დღეებში გადაწყდა, რეგიონში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით. რუსეთის პრეზიდენტი რაღაც-რაღაცეებს ხაზს უსვამს.... აშშ-ის დასანახად", - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ