დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

"ეს პოლიტნაგავი იმ გადამთიელთა ძალების აგენტურაა, რომელთაც საქართველოს ტერიტორია პლაცდარმად უნდათ გამოიყენონ ირანთან ომისთვის" 08.01.2020 16:22

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"--- რეალური სახელმწიფოებრივი სურათი მოკლედ ---


მე დღეს მთავრობაში არ მეგულება რეალური პატრიოტი და საქართველოს პოზიციების დამცველი, ასეთი მძიმე გამოწვევების დროს. ეს პოლიტნაგავი იმ გადამთიელთა ძალების აგენტურაა, რომელთაც საქართველოს ტერიტორია პლაცდარმად უნდათ გამოიყენონ ირანთან ომისთვის, ანუ საომარი მოქმედებებისას საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნება პოლიგონად იმ ძალების მიერ რომლებიც ებრძვიან ირანს და არამარტო. ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაჯვარედინის ცენტრში მოქცეული ტერიტორია კიდე რომელი საბრძოლო მხარის დარტყმის ქვეშ მოექცევა ჯერ ძნელია ვიმსჯელოთ, მაგრამ ერთი ცხადია: თუ საქართველო ამ ომში მხარედ გამოვა ის კატასტროფულ შედეგებს მიიღებს. აი ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ. საქართველო შესაძლებელია მძიმე ომში გახვიონ. მას არ ყავს ხელისუფლება. ქართველების ბედი დღეს იმ ძალების ხელშია რომლებსაც ნაკლებად ადარდებთ რომელი ეთნოსი იცხოვრებს ამ მიწაზე. მთავარი მათთვის ისაა, რომ ეს სუპერ სტრატეგიული ტერიტორია მათ ხელში იყოს. პირიქით ისინი შეეცდებიან და უკვე ცდილობენ საბოლოოდ ამოძირკვონ ქართველი როგორც ამ მიწის ერთადერთი აბორიგენი სამართალმემკვიდრე.


საუბედუროდ ჩვენი სახელმწიფოს ყველა სადავე ანტიქართველების ხელშია.


უმთავრესი უბედურება კი ის გახლავთ ქართველებო, რომ ასეთ დროს ერის აქტიური ნაწილი საშოვარზეა, დანარჩენს კი ძინავს საშოვარზე წასულთაგან განებივრებულთ და გონიათ რომ სულ ასე იქნება. არადა გამოცდა აქ ქართველობას კიდე ერთხელ ჩასაბარებელი უფლის, სამშობლოს და შთამომავლობის წინაშე,"- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ