დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ერაყში კიდევ 24 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მსხვერპლსა და ნგრევაზე ინფორმაცია არაა" 09.01.2020 13:45

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მსოფლიოს ამბები


1. იაპონიიდან, პატიმრობიდან გაქცეული რენო-ნისანის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს გონი, რომელიც კორუფციის გამო იდევნებოდა, ლიბანში, კერძოდ ბეირუთშია და პრესას ხვდება.

2. ერაყში კიდევ 24 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მსხვერპლსა და ნგრევაზე ინფორმაცია არაა.

3. ჩინეთში პნევმონიის აფეთქებაა, რომელიც ახალი ვირუსითაა გამიწვეული. იგივე ვირუსი სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა.

4. ავსტრალიაში 8,5 მლნ ჰექტარი ტყე დაიწვა და 800 მლნ, სხვა მონაცემებით 1,2 მლრდ ცხოველი და ფაუნის წარმომადგენელი განადგურდა

5. როსავიაციამ განკარგულება გასცა არ გამოიყენონ ირანის საჰაერო სივრცე. იგივე გადაწყვეტილება კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო.

6. რუსეთი და თურქეთი ლიბიასთან დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა 12 იანვრის 12 საათიდან ცეცხლი უნდა შეწყვიტონ და განიარაღდნენ. იქაც 12-12 ყვარებიათ.

7. გუშინ თურქეთში ექსპლოატაციაში გაეშვა "თურქეთის ნაკადი", რომლის სიმძლავრე 31 მლრდ კუბ. მეტრს შეაშგენს და გაზი თურქეთის გარდა რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს მიეწოდება. თავის სიტყვაში ერდოღანმა პუტინი მეგობრად, ხოლო ალიევი ძმად მოიხსენია.

8. საუდის არაბეთმა და ბრაზილიამ ორმუზის სრუტიდან ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერეს.

9.. ინტერნეტში ამერიკულ ბაზაზე მიტანილი სარაკეტო შეტევის შედეგების ამსახველი თანამგზავრული ფოტო გავრცელდა" - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ