დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

“ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა, როგორც უნდა იყოს ზამთარში” - პაატა იმნაძე 09.01.2020 16:17

“გრიპის ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 7 იანვარს ჭიათურის კლინიკაში 30 წლამდე ქალი ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მიიყვანეს, რომელიც ექიმების თქმით შეყვანიდან დაახლოებით 30 წუთში გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იმნაძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსით გარდაცვალების დადასტურებული ორი შემთხვევიდან, ორივე დაგვიანებული მკურნალობის გამო იყო გამოწვეული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა, როგორც უნდა იყოს ზამთარში, არაფერი არაა მომრავლებული” - პაატა იმნაძე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.


„გარდაცვალებაზე საერთოდ არ ვიძლევი კომენტარებს, ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა, როგორც უნდა იყოს ზამთარში, არაფერი არაა მომრავლებული... დადასტურებული გარდაცვალების ორი შემთხვევა იყო, ორივე დაგვიანებული მკურნალობის გამო, რეკომენდაციები ჩვეულებრივია, 38.5-ზე მეტი ტემპერატურა ერთი დღე მაინც თუ აქვს ბავშვს, დაუყოვნებლივ ექიმმა უნდა ნახოს, ასევე რისკ-ჯგუფებზეც ასეა, დანარჩენები, გრიპი ალბათ ყველას გადაუტანია და სამი დღე თუ ასეთი ტემპერატურა აქვთ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა იმნაძე.

 

“თბილისში სამი პოლიკლინიკა 24 საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე ბათუმშიც, რიგებზე რა გითხრათ, ზუსტად იგივე ხდებოდა შარშანაც, შარშანწინაც, არაფერი პრობლემაა არაა ამ მხრივ, სამედიცინო მომსახურეობის გაუწევლობის გამო, არავის არაფერი არ მოსვლია, რა თქმა უნდა ამ დროს ცოტათი მეტი იქნება მომართვიანობა, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, დეკემბრის ბოლოს ერთი პიკი გადავიარეთ,მეორე შესაძლოა იყოს, ან არა, ჩვეულებრივ თებერვლის მეორე ნახევარში, ან მარტის დასაწყისში”, - დასძენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ