დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 10.01.2020 14:00

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს მოახდინონ სიტუაციის სტაბილიზაცია.

 

„ჩვენ ამ ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ როგორც საშინაო მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ კანონის ფარგლებში სასწრაფოდ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია დაინტერესებული მხარეების პირდაპირი მშვიდობიანი დიალოგის გზით“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ