დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

სტამბოლში, საერთაშორისო ტურნირზე, უკრაინელმა მოჭიდავემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მასობრივი ჩხუბი მოჰყვა 12.01.2020 15:48

სტამბოლში, მიმდინარე იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ინციდენტი მოხდა. sportall.ge-ის ინფორმაციით, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს (79 კგ) ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5-ს უგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, მანაც უპასუხა და ამის შემდეგ მასობრივი ჩხუბი ატყდა.

 

მათივე ინფორმაციით, ხალიჩაზე უკრაინელის მწვრთნელი შევარდა და ერბოწონაშვილს დაარტყა, ჩხუბში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც ჩაერთო და საბოლოოდ ორივე მოჭიდავე შეჯიბრებიდან მოხსნეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ