დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდი ნახევარფინალში გადავიდა 12.01.2020 18:04

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა "შალკე 04" დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.შეხვედრაზე ანგარიში "დინამო თბილისის" სასარგებლოდ, 6:3 დასრულდა. ორი გოლის ავტორი გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იყო.

 

"ძალიან საინტერესო თამაშია, შედეგითაც კმაყოფილები ვართ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ნახევარფინალში გავედით, რაც დინამო თბილისის დიდი წარმატებაა. ვეცდებით ფინალში გავიდეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები",- განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ლეგენდათა ტრადიციული ტურნირის ნახევარფინალში "დინამო თბილისი" ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ