დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ოპოზიციაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ძალა, ვინც გააცნობიერებს, რომ სააკაშვილისა და ნაცების არსებობა ქართულ პოლიტიკაში უკვე ქვეყნის აბუჩად აგდებაა" 14.01.2020 17:36

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"საუბედუროდ, ისევ ისეა, როგორც ჯერ კიდევ ზვიადმა თქვა - არსებობს ორი გზა: "ქრისტეს გზა, ილიას გზა და ბარაბას გზა".


სანამ ეს ბარაბა სააკაშვილი ტელევიზიებში მაინც იტრიალებს და მას ყურსაც დაუგდებენ, ცხადია, ისევ შუა იქნება გაკრეფილი!


ოპოზიციაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ძალა, ვინც გააცნობიერებს, რომ სააკაშვილისა და მისი მიდევარი ნაცების არსებობა ქართულ პოლიტიკაში დღეს უკვე ქვეყნის აბუჩად აგდებაა! არა მხოლოდ გააცნობიერებს, არამედ წინაც აღუდგება!


ცხადია, სააკაშვილის ოპონენტ ნაცებს, ე.ი. ჩორგოლეიშვილსა და "ევრო-საქებს" არა ვგულისხმობ, რადგან ისინიც ბარაბისტები არიან!


სანამ ასეთი პასუხისმგებლიანი ოპოზიციური ძალა არ გამოჩნდება, მანამდე შუა ისევ გაკრეფილია და

ორად ორი პოლიტიკური ბანაკია: "ოცნების", რაც ერი-სახელმწიფოს იდეას და კონსტიტუციურობას განასახიერებს და იცავს; ხოლო მეორე ბანაკი ამის საპირისპიროდ არის ბარაბა სააკაშვილის ბანაკი, რომელიც საკუთარი "კორპორაციის", უფრო სწორედ - ავაზაკთა ბანდის, ისევ გასაბატონებლად და კონსტიტუციურობის დასამხობად კვლავაც ბნედიანივით ე.წ. რევოლუციით იბრძვის...


"მესამე ძალა" გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა კონსტიტუციურობის სივრცეში "ოცნების" ალტერნატივას საარჩევნო მობილიზების და არა ე.წ. რევოლუციის გზით, რეალურად შექმნის. დღეს პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის ნამდვილი ლიდერობა და შესაბამისი წამყვანი როლიც გამზადებულია იმ პოლიტიკოსებისა და პარტიებისთვის, ვინც "ოცნების" შეთავაზებას - "100+50" მიიღებს და ბარაბას ბანაკს პრინციპულად დაუპირისპირდება!


აბა, საერთოდ სადმე ხართ "მესამე ძალელებო"?!


თუ არ გამოჩნდებით, ბუნებრივია, "ქართულ ოცნებას" არავითარი ალტერნატივა არ ექნება ნებისმიერი საღი აზრის მქონე ამომრჩევლისთვის!


ბარაბისტ ნაცებს ვინც გასცემს ყველაზე ღირსეულ პასუხს, სწორედ ის იქნება "ოცნების" რეალური ალტერნატივაც.


"პატრიოტთა ალიანსს" თითქოს აქვს ამის შანსი, მაგრამ "რუსეთუმეობა" მეტისმეტად აბრკოლებს!


წესით, ასეთი შანსი უნდა გასჩენოდათ ძველი ეროვნული მოძრაობის ლიდერებსაც (მაგ. ისეთები, როგორებიც არიან მამუკა გიორგაძე, აკაკი ასათიანი) მაგრამ ძალიან შეზღუდული რესურსების გამო არ ჩანან არც ეგენი... არადა, თუ დაიწყებენ, რესურსიც გამოჩნდება!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ