დღე: 25

ღამე: 17

USD 2.7191

EUR 3.202

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთი 9:7 დაამარცხა 14.01.2020 22:25

ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. sportall.ge-ის ინფორმაციით, D ჯგუფში ჩატარებულ პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი 9:7 დაამარცხა. თავიდან საქართველოს ნაკრები 2:0 დაწინაურდა, პირველი ტაიმი 5:5 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ქართველი წყალბურთელები უპირატესობას დაეუფლნენ და იმარჯვეს. ამ მოგებით რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ფაქტიურად საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრა გაინაღდეს.

 

16 იანვარს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება, 18 იანვარს კი - იტალიას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ